2024 წლის 14 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ დოქტორანტის - თამარ დოჭვირის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ვარდნით გამოწვეული ტრავმების ეპიდემიოლოგია და პრევენციის შესაძლებლობების შეფასება საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ნინო ჩიხლაძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201